UEFA-ს პრეზიდენტი: ფინანსური ფეარ-ფლეის წესები შესაცვლელია

AutoSharing Option
UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ფინანსურ ფეარ-ფლეიზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ რეგულაციები შესაცვლელია.

მას შემდეგ, რაც "პარი სენ-ჟერმენმა" ნეიმარი და კილიან მბაპე დაახლოებით 400 მილიონ ევროდ შეიძინა, გაჩნდა კითხვა - ფუნქციონირებს კი ფინანსური ფეარ-ფლეი. რეგულაციების უმოქმედობაზე არაერთმა საფეხბურთო მოღვაწემ ისაუბრა. თავად ჩეფერინიმ განაცხადა, რომ UEFA წესების დამრღვევ კლუბებს არ დაინდობს, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პსჟ-ის ტრანსფერების შესწავლა უკვე დაიწყო.

ჩეფერინის ბოლო განცხადებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ არსებული წესები მდგომარეობის დასარეგულირებლად საკმარისი არაა.

"ეს ერთ-ერთი საკვანძო მომენტია. ფინანსური
ფეარ-ფლეი ფეხბურთში სტაბილურობის შესანარჩუნებლად შემოვიღეთ და ის ეფექტურად მუშაობდა. თუმცა, დრო შეიცვალა. წესები უნდა დავარედაქტიროთ და განვავითაროთ. დიდ და პატარა კლუბებს შორის უფსკრული უფრო და უფრო იზრდება და ბალანსის პოვნაა საჭირო.

არა მგონია, ამ პროცესის შეჩერება მოვახერხოთ, მაგრამ შეგვიძლია ის შევანელოთ. საჭიროა, მოქმედება ახლავე დავიწყოთ." - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Football Italia.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული