ესტებან კამბიასომ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ცნობილმა არგენტინელმა ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ ახალი კლუბის წარუმატებელი ძებნის შემდეგ კარიერა დაასრულა. ამ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა Goal-ი ავრცელებს.

კამბიასოს ბოლო გუნდი "ოლიმპიაკოსი" იყო, რომელთანაც მას კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში დაუმთავრდა. 37 წლის ფეხბურთელმა ახალი კლუბის ძებნა დაიწყო და ვინაიდან მიზანს ვერ მიაღწია, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

კამბიასოს "ოლიმპიაკოსამდე" "ინდეპენდიენტეში", "რივერ პლეიტში", "რეალში", "ინტერსა" და "ლესტერში" უთამაშია. 2000-11 წლებში, ის არგენტინის ნაკრების წევრი იყო, რომლის მაისურიც 52-ჯერ მოირგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არიქა დინამო სადაა დაუკავშირდით და აიყვანეთ ახალგაზრდებს მაინც ასწავლის ცოტა რამეს
გიორგი
07:48 09-09-2017
0

სიახლეები პოპულარული