ბაუსამ, არგენტინის ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი ზეწოლას ვერ უძლებსო

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ედგარდო ბაუსამ კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა გუნდი ასეთ მძიმე მდგომარეობაში:

"ალბისელესტეს ზოგიერთ ფეხბურთელს უჭირს ზეწოლის გაძლება. ამასთან, ზეწოლას განიცდიან მრავალი მხრიდან: მედიისგან, გულშემატკივრებისაგან და ა.შ.

მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები გვყავს და პერუს უნდა ვძლიოთ. რაც შეეხება ნაკრების დამრიგებელს ხორხე სამპაოლის, სასწაულმოქმედი არაა - ის იმარჯვებს და მარცხდება ისევე როგორც ყველა სხვა სპეციალისტი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული