"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი, 51 წლის რომარიო ბრაზილიის სენატის წევრია და სურს რიო დე ჟანეიროს გუბერნატორი გახდეს.
არჩევნები მომავალ წელსაა დანიშნული და სოციალისტური პარტია სავარაუდოდ მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.