შვაინშტაიგერი და ივანოვიჩი პირველ შვილს ელოდებიან

AutoSharing Option
2008 წლის "როლან გაროსის“ ტურნირის გამარჯვებული სერბი ანა ივანოვიჩი კარიერის დასრულების წინ მსოფლიოს ჩოგბურთელთა რეიტინგში 63-ე ადგილზე იყო, რისი მიზეზიც ბოლო სეზონში მიღებული ტრავმა გახლდათ, შარშან 13 ივლისს ვენეციაში გერმანელ ფეხბურთელთან ბასტიან შვაინშტაიგერთან ქორწინების შემდეგ აშშ-ში მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და სპორტთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.

ის "ჩიკაგოში“ მეუღლის პრეზენტაციას დაესწრო და ახლახანს გაამხილა, რომ ორსულობის მეოთხე თვეშია. თქვა, მინდა მინიმუმ სამი შვილი მყავდესო. თავად ბასტიანს თავის კლუბთან კონტრაქტი ზამთარში უმთავრდება და არაა გამორიცხული, თამაშს თავი დაანებოს.

მიუნხენის "ბაიერნის“ პრეზიდენტს ული
ჰიონესს რომ კითხეს, შეიძლება თუ არა შვაინშტაიგერი თქვენს კლუბში დაბრუნდეს და მწვრთნელად დაიწყოს მუშაობაო, ხუმრობით უპასუხა, რა ეფეხბურთება, ანგელოზივით ცოლი ყავსო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული