მასკერანო არგენტინის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ დატოვებს

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული გუნდის 33 წლის მცველმა ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს:

"კარგია მიზანს რომ მივაღწიეთ და მუნდიალზე მივიღებთ მონაწილეობას, თორემ ნაკრებში თამაშს ახლავე დავანებებდი თავს. თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მაინც გამოვეთხოვები ალბისელესტეს".

მასკერანო ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს, 139 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული