გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
ვინც აქ ბრძნულ წიაღსვლებს აკეთებს მეგრელობაზე, სამეგრელოზე, ქართველობაზე, საქართველოზე და შეურაცხყოფას აყენებს ყველა მოაზროვნე ქართველს, ვისაც თავისი უვიცობის გადმოფრქვევა სიბრძნის სიმფონია ჰგონია, მე როგორც მეგრელი მაშასადამე ქართველი გეტყვით, რომ წადით ბიძია და ორი წიგნი წაიკითხეთ, საქართველოს ისტორიას გადახედეთ, მეგრული ერთი ორი სიტყვა ისწავლეთ, სამეგრელოში ჩადით და მეგრელებს ეწვიეთ ოჯახში, ნახეთ და თუ ვინმე ნახეთ თქვენზე ნაკლებად გულდამწვარი საქართველოზე მერე გამართული ქართულითაც დაგვიწერეთ რამე კომენტარი, მანამდე კი ვიცი რისი ღირსებიც ხართ, მაგრამ არ ვკარგავ თქვენი გამოსწორების იმედს...
პ.ს. რეგვენს რა გამოლევს საქართევლოში, ეს ჯიქია აღმოჩნდა ამ ჯერზე...
ქორთუ
18:01 26-10-2017
2
მადლობა ღმერტს ეს არ თამაშობს საქართველოს ნაკრებში მითუმეტეს ცენტრალური მცველები ისედაც არ გვიჭირს
antaress
22:17 25-10-2017
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული