გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
რა გჭირთ ხალხო! რა მეგრელი, რა რაჭველი, რა კახელი და რა სხვა? ამდენი სისულელის ლაპარაკი შეიძლება? რუსმა პროვოკაცია გადმოაგდო და დავერიეთ ურთიერთს! რატომ აღიზიანებთ და ლანნძღავთ ერთმანეთს? ვინმე ჯიქიამ სადაც უნდა იქ ითამაშოს, კუთხეებზე და ერთმანეთზე ასე საუბარი შეიძლება? ორ საუკუნეზე მეტია, ასე წაგვკიდებს ერთმანეთს და მერე კვდება რუსი სიცილით! რუსმა როგორ უნდა "აგვაგდოს"? შეკითხვებში არ სჩანს რისი მიღწევა უნდათ ამ ე.წ. ინტერვიუთი? ძნელი მისახვედრია? ეეჰ, როდის ვისწავლით ნეტავ ჭკუას? ან, ვისწავლით კი..?
jiji
17:39 01-11-2017
3
აქ ისეთ კომენტარებს ვკითხულობ, რატომღაც საერთოდ არ მიკვირს თუ რატომ დავკარგეთ აბხზეთი და აბხაზები და ოსეთი და ოსები!
Gveshveleba rame?
15:35 01-11-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული