როგორც ირკვევა, მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ არ შედის ჩემპიონთა თასის/ლიგის ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორის, საშუალო შედეგიანობის მიხედვით.
პორტუგალიელმა კონტინენტის მთავარ ტურნირზე 147 მატჩში 110 გოლი გაიტანა, რითაც ერთ თამაშში მისი საშუალო შედეგიანობა 0.76 გოლს შეადგენს.
ამ რეიტინგის ლიდერია მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდა გერდ მიულერი, რომელმაც 1964-79 წლების პერიოდში 35 მატჩში 34 გოლი გაიტანა (0.97 მატჩში).
საშუალო შედეგიანობის მიხედვით, ჩემპიონთა თასის/ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა პირველი ათეული ასე გამოიყურება (სიაში შეყვანილია მოთამაშეები,
1. გერდ მიულერი ("ბაიერნი") - 34 გოლი, 35 მატჩი, საშუალოდ - 0,97
2. ჟოზე ალტაფინი ("მილანი"/"იუვენტუსი") - 24 გოლი, 28 მატჩი, საშუალოდ - 0,86
3. ფერენც პუშკაში ("ჰონვედი"/"რეალი") - 35 გოლი, 41 მატჩი, საშუალოდ - 0,85
4. ალფრედო დი სტეფანო ("რეალი") - 49 გოლი, 58 მატჩი, საშუალოდ - 0,84
5. ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 97 გოლი, 118 მატჩი, საშუალოდ - 0,82
6. აგუაში ("ბენფიკა") - 18 გოლი, 22 მატჩი, საშუალოდ - 0,82
7. ჟან-პიერ პაპენი ("მარსელი"/"მილანი") - 28 გოლი, 37 მატჩი, საშუალოდ - 0,76
8. კრიშტიანუ რონალდუ ("მანჩესტერი"/"რეალი") - 111 გოლი, 147 მატჩი, საშუალოდ - 0,76
9. ეუსებიო ("ბენფიკა") - 47 გოლი, 63 მატჩი, საშუალოდ - 0,75
10. რუუდ ვან ნისტელროი (პსვ/"მანჩესტერი"/"რეალი") - 60 გოლი, 87 მატჩი, საშუალოდ - 0,70
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"