ჩემპიონთა ლიგის თასის მომბარდირები: კრიშტიანუ რონალდუ - მხოლოდ მერვე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის წინ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა.

როგორც ირკვევა, მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ არ შედის ჩემპიონთა თასის/ლიგის ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორის, საშუალო შედეგიანობის მიხედვით.

პორტუგალიელმა კონტინენტის მთავარ ტურნირზე 147 მატჩში 110 გოლი გაიტანა, რითაც ერთ თამაშში მისი საშუალო შედეგიანობა 0.76 გოლს შეადგენს.

ამ რეიტინგის ლიდერია მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდა გერდ მიულერი, რომელმაც 1964-79 წლების პერიოდში 35 მატჩში 34 გოლი გაიტანა (0.97 მატჩში).

საშუალო შედეგიანობის მიხედვით, ჩემპიონთა თასის/ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა პირველი ათეული ასე გამოიყურება (სიაში შეყვანილია მოთამაშეები,
რომლებსაც მინიმუმ 20 მატჩი აქვთ ჩატარებული ტურნირზე):

1. გერდ მიულერი ("ბაიერნი") - 34 გოლი, 35 მატჩი, საშუალოდ - 0,97
2. ჟოზე ალტაფინი ("მილანი"/"იუვენტუსი") - 24 გოლი, 28 მატჩი, საშუალოდ - 0,86
3. ფერენც პუშკაში ("ჰონვედი"/"რეალი") - 35 გოლი, 41 მატჩი, საშუალოდ - 0,85
4. ალფრედო დი სტეფანო ("რეალი") - 49 გოლი, 58 მატჩი, საშუალოდ - 0,84
5. ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 97 გოლი, 118 მატჩი, საშუალოდ - 0,82
6. აგუაში ("ბენფიკა") - 18 გოლი, 22 მატჩი, საშუალოდ - 0,82
7. ჟან-პიერ პაპენი ("მარსელი"/"მილანი") - 28 გოლი, 37 მატჩი, საშუალოდ - 0,76
8. კრიშტიანუ რონალდუ ("მანჩესტერი"/"რეალი") - 111 გოლი, 147 მატჩი, საშუალოდ - 0,76
9. ეუსებიო ("ბენფიკა") - 47 გოლი, 63 მატჩი, საშუალოდ - 0,75
10. რუუდ ვან ნისტელროი (პსვ/"მანჩესტერი"/"რეალი") - 60 გოლი, 87 მატჩი, საშუალოდ - 0,70

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩამოყალიბდით. რამდენი გპლი აქვს გატანილი. 110. თუ 111
ფერნანდო
14:40 14-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული