ედინ ჯეკო - ფეხბურთელი, რომელმაც ომი გადაიტანა და ვარსკვლავი გახდა

AutoSharing Option
ედინ ჯეკოს ბავშვობაშიც ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ ერთხელ დედამ 7 წლის ედინი საბურთაოდ ეზოში არ ჩაუშვა და შესაძლებელია, სიკვდილს გადაარჩინა. მაშინ მოედანზე რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდეს და რამდენიმე ბავშვი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დასახიჩრდა. ბოსნიელი მუსლიმებისა და ქრისტიანების ომში 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Sportall.Ge

ედინი სარაევოს მახლობლად, ბრიეშცეში დაიბადა. მამა ფრონტზე იყო, ცხოვრება კი ჯოჯოხეთად გადაექცა. ისევე, როგორც მრავალ თანატოლს, მასაც წაართვეს ბავშვობა. ხშირად საჭმელი არ ჰქონდა და ტიროდა.

არ უყვარს იმ პერიოდის გახსენება. 3 წელი ნორმალური ცხოვრება არ ჰქონდათ და
ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწიათ.

  • მას ყველა დასცინოდა, ის კი გერმანიაში საუკეთესო გახდა
სარაევოს "ჟელეზნიჩარის" ძირითად შემადგენლობაში 18 წლის ასაკში შემტევ ნახევარმცველად დაიწყო თამაში. მოუქნელობის გამო ყველა დასცინოდა, მეტსახელად "განათების ბოძი" შეარქვეს. 3 სეზონში 40 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა. მერე თავიდან მოიცილეს, ჩეხეთის მეორე ლიგის "უსტი ნად ლებემში" გაუშვეს იჯარით, შემდეგ კი "ტეპლიცეს" 25 ათას ევროდ მიჰყიდეს. კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახარებული ამბობდა, ეს იგივეა, ლატარია რომ მოიგოო.

Sportall.Ge

სინამდვილეში ლატარია ედინმა მოიგო. ბევრს ვარჯიშობდა, ცენტრფორვარდად დააყენეს და 2006-07 წლების სეზონში 13 გატანილი გოლით ჩეხეთის ჩემპიონატის ვიცე-ბომბარდირი გახდა. მალე ჯეკო "ვოლფსბურგმა", რომლის მწვრთნელი ფელიქს მაგათი იყო, 4 მილიონ ევროდ შეიძინა.

რა მოხდა შემდეგ? ეგ უკვე თქვენც მშვენივრად იცით - 2 სეზონში 54 გოლი გაიტანა, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და "მანჩესტერ სიტიმ" იყიდა.

Sportall.Ge

  • ჩინოვნიკებს აკრიტიკებს
მას ძალიან აღელვებს სამშობლოს ბედი. ამას ყოველ ინტერვიუში აღნიშნავს. ამბობს, რომ ბოსნია მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, თუმცა არ ვითარდება. ხალხს უჭირს ცხოვრება, არ არის სამუშაო. ამას 2014 წელს წყალდიდობაც დაემატა, დაიტბორა სარაევოს ნაწილი. მაშინ ედინმა საქველმოქმედო მატჩი ჩაატარა და თანამემამულეებს დაეხმარა.

Sportall.Ge

ჩივის, რომ ეს საკმარისი არაა. ახალგაზრდობა იძულებულია, სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს და ყველაფერი ჩინოვნიკების ბრალია.

  • ლექციას კითხულობს ერის ერთიანობაზე
მიუხედავად მძიმე ბავშვობისა, სხვა ბალკანელების მიმართ ზიზღი არა აქვს, მეგობრობს ჩერნოგორიელ იოვეტიჩთან და სერბებთან, ნასტასიჩთან და კოლაროვთან. მისი თქმით, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი სარწმუნოებისაა, მთავარია, კარგი ადამიანი იყო, კარგი და ცუდი კი ყველგანაა.

ჯეკოს სამშობლოში აღმერთებენ. ხშირად კითხულობს ლექციებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში. მიაჩნია, რომ არ შეიძლება ეროვნული ნიშნით ადამიანების გაყოფა, რომ ბოსნიელმა და ბოსნიელმა ხორვატმა ბავშვებმა სხვადასხვა სკოლაში არ უნდა ისწავლონ და მოუწოდებს ყველას ამ პრობლემის აღმოფხვრისაკენ.

Sportall.Ge

  • ბოდვა საშუალო დონის ფეხბურთელზე
მასზე ხშირად ამბობენ, რომ შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ საშუალო დონის ფეხბურთელია. ამას ამბობენ ფორვარდზე, რომელმაც "ქალაქელებში" 130 მატჩში 50 გოლი გაიტანა. კონკურენციას უწევდა აგუეროს, ბალოტელის, ტევესსა და ნეგრედოს. "რომაში" პირველ სეზონში 31 გოლი გოლი გაიტანა, მეორეში კი - 37 და ფრანჩესკო ტოტის რეკორდი დაამხო. ჯეკოს გუნდში ადაპტირებაში ძალიან ეხმარება ის, რომ უცხო ენებს ადვილად სწავლობს: თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად, გერმანულად და ჩეხურად და იტალიურიც თითქმის ისწავლა.

Sportall.Ge

  • საფეხბურთო მანიაკი
გადაიტანა ომი და ახლობლების გარდაცვალება და როგორ გახდა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი? ყველაფერი მარტივადაა - უბრალოდ, უზომოდ უყვარს ფეხბურთი, უყურებს ყველა ლიგის მატჩებს, უყურებს სახლში, ავტობუსში, საწვრთნელ ბაზაზე და ა.შ. ეს ძალიან ეხმარება, რამეთუ იცის, ვის რა მინუსი აქვს და ვის რა პლუსი. ჰოდა, გააქვს გოლები: ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის 10 მატჩში 7-ჯერ დაამწუხრა მეტოქეთა გოლკიპერები. ფეხბურთი ჩემი პირველი და ყველაზე დიდი სიყვარულია. მის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა. სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი და ყველას ამიტომ ვუყვარვარო, ბრძანებს ჯეკო და ძნელია ამ კარგ ფეხბურთელსა და კარგ პიროვნებას არ დაეთანხმო.

Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
Gurami yveba amas xom kashia magi ufro pidarastebis ertianobaze yveba
Dato
04:53 05-11-2017
15

სიახლეები პოპულარული