33 წლის ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი "მეცში", "მონაკოში", "ნანჩესტერ სიტიში", "არსენალში", "რეალში" და "ტოტენჰემში" ასპარეზობდა, შარშან "კრისტალ პალასთან" გაფორმა კონტრაქტი, მაგრამ მალევე აიბარგა იქიდან, ახლა კი სტამბულის "ბასაკიშეხირში" თამაშობს.
ემანუელი აფრიკის 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელია, ნაკრებიდან პრემიელურების მოთხოვნის გამო გააგდეს. საერთოდ კი ფული უყვარს ნამეტნავად. თავის ოჯახს მთელი ცხოვრება საქვეყნოდ იმის გამო აგინებს, რომ დახმარებას სთხოვენ.
აი, რა განუცხადა მან "სანს":"ისე შემაწუხეს ჩემი ოჯახის წევრებმა, რომ თავის მოკვლაც კი დავაპირე. ოჯახის საკეთილდღეოდ ბევრს ვშრომობ, ისინი კი ნამდვილი გამომძალველები არიან. რომ
აღარ დამიკავშირდნენ, ხშირად ვიცვლი ტელეფონის ნომრებს. კი არ მთხოვენ, ითხოვენ ფულს. როდესაც "ტოტენჰემში" ტრავმა მივიღე, დამირეკეს და ფული მომთხოვეს, არც უკითხავთ როგორ ვიყავი. დედაც ხშირად მაწუხებს და უმცროსი ძმებიც".