ქანდაკებას ფეხები მოაძვრეს და მისი დარჩენილი ნაწილი ქუჩაში დააგდეს. 2017 წლის იანვარში მსგავსი მეთოდით დააზიანეს იგივე ქმნილება.
რამდენიმე თვეში შეძლეს მისი რეაბილიტირება და ძველ მდებარეობას დაუბრუნეს ის, თუმცა ბოროტმოქმედები ამან ვერ შეაჩერა და კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების სუპერვარსკვლავის ქანდაკება ახლახან ისევ დაზიანდა.
ქანდაკება განლაგებული იყო ხეივანში, რომელიც არგენტინული სპორტის ლეგენდებს ეთმობა.
ლიონელ მესის ძეგლს გვერდს უმშვენებდნენ ისეთი ათლეტების ქანდაკებები,
რთული სათქმელია, რა არის ამ ზღვარგადასული საქციელის მიზეზი, მით უფრო მაშინ, როდესაც მესიმ თითქმის დამოუკიდებლად გაიყვანა არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.