"ბოკა ხუნიორსის" მეკარეს თამაშისას შხაპი მიაღებინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ჩემპიონატის მე-12 ტურში ლა პლატას "ესტუდიანტესმა" ლიდერ "ბოკა ხუნიორსს" უმასპინძლა და გამარჯვებისათვის ყველა ღონე იხმარა. მე-3 წუთზე სტუმართა კარში საჯარიმო დაინიშნა და გოლკიპერის აგუსტინ როსის ნერვების მოსაშლელად და კონცენტრაციის დასაკარგად მოედნის სარწყავი სისტემა ჩართეს და გაწუწეს. თუმცა, კიპერი არ დაიბნა და ამას ყურადღება არ მიაქცია.

ცნობისათვის, 76-ე წუთზე "ბოკას" კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ვილმარ ბარიოსმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და დედაქალაქურმა გუნდმა მორიგი 3 ქულა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული