რაიანს 7 წელი რომანი ჰქონდა თავისი ძმის მეუღლესთან ნატაშასთან. 2011 წელს ეს როდრიმ გაიგო და ოჯახი დაანგრია.
"მე მისი სახელის ხსენებაც კი არ მინდა. ექს - ფეხბურთელად მოვიხსენიებ.
როგორც უფროსი, უმცროსი ძმისთვის მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო. მან კი ზურგში დანა ჩაარტყა. სამარცხვინოდ ატყუებდა და ბოდიშის მოსახდელად გამბედაობაც არ ეყო.
რასაც რაიანმა მიაღწია, მთელს
თავისი თავი პირველ ადგილზე დააყენა. ერთადერთი სატელევიზიო კარიერაზე და მანჩესტერში სასტუმროების გახსნაზე ზრუნავს. ტელევიზორში როცა გამოჩნდება, ვთიშავ. ოჯახის ყველა წევრი ასე აკეთებს.
უელსის ნაკრების მწვრთნელს საზოგადოება პატივს უნდა სცემდეს. რაიანი ასეთი არაა. ჩემი შვილია და თვალზე ცრემლები მადგება, როდესაც ვამბობ, რომ ოჯახი მას პატივს არ სცემს და არ აინტერესებს რას აკეთებს", - განაცხადა დენიმ.