გთავაზობთ რონალდინიოს საუკეთესო ფრაზებს.
- რონალდინიოს იმიტომ მეძახდნენ, რომ ბრაზილიის ნაკრებში უკვე იყო სხვა რონალდო.
- ცხოვრებას ვსწავლობდი, ხოლო ფეხებში საფეხბურთო ბურთი მქონდა.
- მახინჯი ვარ, მაგრამ იმას, რასაც ვაკეთებ, თავისი ხიბლი აქვს.
- იცით, რა მომეწონა ყველაზე მეტად, როცა კოლეჯის ერთ მატჩში 23 გოლი გავიტანე? ეგრევე პოპულარული გავხდი.
- ღ
- "ბარსელონაში" ბევრს ჰქონდა სექსი მატჩამდე, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც ხელს გვიშლიდა, პირიქით, ეს გვაბედნიერებდა.
- არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ. უბრალო რამეს შეუძლია დაგარწმუნოს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია.
- ფეხბურთი სიხარულზე, დრიბლინგზეა დაფუძნებული. მიყვარს, როცა ამ თამაშს ვალამაზებ.
- შემიძლია ადამიანები გავაბედნიერო და თავადაც ბედნიერი ვიყო.
- ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ.
- ალბათ, კრიშტიანო რონალდო იმდეგაცრუებულია - რთულია მესისთან ერთ ეპოქაში ცხოვრება.
- ბურთის გარეშე მკვდარი ვარ.
- ჩემი საუკეთესო გოლი "ბარსელონაში" "ვილიარელთან" 2006 წელს გამართულ მატჩში გავიტანე, როცა ბურთი მკერდით გავიჩერე და "მაკრატელათი" გავიტანე.
- ოდესღაც მესი თავის ტახტს დათმობს.