ალექსანდრე იარდოშვილი: ფეხბურთელების გარდაცვალების მიზეზი ზედმეტი დატვირთვებია

AutoSharing Option
4 მარტს "ფიორენტინას" 31 წლის კაპიტანი დავიდე ასტორი, ხოლო 9 მარტს "ტურის" 18 წლის მცველი ტომა როდრიგესი გარდაიცვალა. ამის გამომწვევ მიზეზზე კომენტარი მოსკოვის "დინამოს" მთავარმა ექიმმა ალექსანდრე იარდოშვილმა გააკეთა:

"ფეხბურთელთა დატვირთვები ძალიან სერიოზულად გაიზარდა. თუმცა, ისინი კონტროლირდება. არიან მოთამაშეები, რომელთა "სპორტული გული" ბრადიარიტმში გადადის. ძილში გულისცემა მცირდება. წუთში ცამეტამდე შეიძლება დავიდეს. ეს ძალიან ცოტაა. შესაძლოა, ორგანიზმში ხდება რეაქციები, რომლებიც გულს ასეთ რეჟიმში მუშაობას აიძულებს, კიდევ ცოტა და ის გაჩერდება.

რაც შეეხება ასტორის, პროფესიული ბრადიკარდია ჰქონდა. გარდა იმისა, რომ გული სუსტად
უცემდა, რიტმიც დარღვეული ჰქონდა.

ტრაგიკული შემთხვევები გახშირდა და ეს გამოწვეულია იმით, რომ დატვირთვები გაიზარდა, აქცენტები შეიცვალა, ახლა სხვა სიჩქარებია. მიუხედავად კარგი, თანამედროვე ფარმაკოლოგიისა, სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა და აღდგენითი საშუალებებისა, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხდება".
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიევის დინამოსაც ჰქონდა საშინელი დატვირთვები და ახლაც აქვს მაგრამ არავინ კვდებოდა იქ. მგონია რომ მედიცინა ჩამორჩა ამ პროცესს და თან საკვებიდან დაწყებული ყველაფერი დაბინძურებულია.რარაც უნდა მოიფიქროს უეფამ და ფიფამ,ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს
jaba
17:12 12-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული