რობერტ ლევანდოვსკი "რეალს" ორსეზონიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
კი ბრძანა "ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი არსადაც არ გადავაო, თუმცა პოლონელ ფორვარდს, რომელიც აგვისტოში 30 წლისა მოიყრება, "რეალში" თამაში აქვს გულში ამოჭრილი და კლუბის ხელმძღვანელობას დაჟინებით სთხოვს ტრანსფერზე დაყენებას.

ეგ კი არადა, ლევანდოვსკის უკვე შეუთანხმებია ბლანკოსთან ორსეზონიანი შრომითი ხელშეკრულება, ფინანსურ დეტალებზეც მორიგებია და ახლა ტრანსფერზე კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ.

ეს ამბავი AS-მა გვაუწყა და ირწმუნება, რომ ნაღდია და წყალი არ გაუვა.

ბარემ გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 32 მატჩში 27 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული