ჩვეულებრივი სიგიჟე - ლიონელ მესი ამ სეზონში 126 მლნ ევროს გამოიმუშავებს

AutoSharing Option
ფრანგულმა გამოცემა France Football-მა ფეხბურთელებისა და მწვრთნელების შემოსავლები დაითვალა.

"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი, სეზონის შედეგების მიხედვით, 126 მლნ ევროს გამოიმუშავებს. ამ თანხაში შედის ხელფასი, პრემიემი და რეკლამიდან შემოსავალი.

მეორე ადგილზე მადრიდის "რეალის" ლიდერი კრიშტიანო რონალდო გავიდა, რომელიც 94 მლნ ევროს გამოიმუშავებს. მესამე კი პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარია - 81.5 მილიონი ევრო.

ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ჟოზე მოურინიოა დასახელებული, რომელიც 26 მლნ ევროს გამოიმუშავებს. მეორე ადგილზე ჩინეთის მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპია - 23 მლნ ევრო.

მესამე ადგილზე კი
მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე გავიდა 22 მლნ ევროთი. მეოთხე პოზიციას "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იკავებს - 21 მლნ ევრო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ვერ გამიგია თუ ასეთი მაგარია რატომ ყიდულობს ბარსა ყოველწლიურად ამდენ ფეხბურთელებს.ეს იბრაგიმოვიჩიო, ნეიმარიო,სუარესიო,დემბელეო,კოუტინიოო სადაც კი მაგარი ფეხბურთელი გამოჩნდება ყველას ყიდვა უნდათ.აღარაფერს ვამბობ ინიესტაზე,ხავიზე,ბუსკეტზე.შედეგი კი 2 სეზონი ჩ.ლ.-ს მეოთხედფინალიდან გამოვარდნაა.მარადონასთვის რომ ამდენი პარტნიორები ეყიდათ ნაპოლის მომგები ვინ იქნებოდა.
temi
02:36 24-04-2018
2
Mourinios ar imsaxurebs amxela mayuts
2

სიახლეები პოპულარული