"სპარტაკის" ნახევარმცველმა კვინსი პრომესმა მეუღლე გალახა და დააპატიმრეს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი კვინსი პრომესი სკანდალში გაეხვა.

მან კუნძულ იბიცაზე მეუღლე სცემა, მისი დაწყნარება უცხო ადამიანებმა სცადეს, მაგრამ მათაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ესპანეთის პოლიციამ დააპატიმრა.

პრომესთან ერთად დილით იმყოფებოდა ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი, მაგრამ მან ადრე დატოვა იბიცა.

არადა, კვინსი თავის სურინამელ მეუღლეს ყოველთვის დიდ პატივს სცემდა და ამბობდა, რომ ოჯახი უპირველისია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული