"ჩელსიმ" "ბარსელონას" ვილიანი ისევ არ მიყიდა

AutoSharing Option
Sky Sports-ის ცნობით, "ბარსელონა" უშედეგოდ ცდილობს "ჩელსის" ბრაზილიელი ნახევარმცველის ვილიანის შეძენას.

კატალონიურმა კლუბმა უკვე მესამე წინადადებით მიმართა "არისტოკრატებს" და 55 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო.

ვილიანის სამსახურით "მანჩესტერიცაა" დაინტერესებული.

29 წლის ვილიანმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 36 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლონდონური გუნდის ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას ცდილობს.

alt"ბარსელონა" მზადაა, ვილიანში 50 მილიონი გადაიხადოს, "ჩელსი" 80 მილიონს ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული