კატალონიურმა კლუბმა უკვე მესამე წინადადებით მიმართა "არისტოკრატებს" და 55 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო.
ვილიანის სამსახურით "მანჩესტერიცაა" დაინტერესებული.
29 წლის ვილიანმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 36 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლონდონური გუნდის ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას ცდილობს.
"ბარსელონა" მზადაა, ვილიანში 50 მილიონი გადაიხადოს, "ჩელსი" 80 მილიონს ითხოვს