ფლორენციასთან ბილ ლანცა ხიდის აფეთქებას ცდილობდა, როდესაც მისი B 25 ჩამოაგდეს და ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან ის და ტედი ტერნერი სასწაულებრივ გადახტნენ. ისინი მაურიციოს მამამ ამერიგომ ნახა და ფერმაში დამალა.
საღამოს მაურიციოს ბაბუამ, რომელიც პარტიზანი იყო, ამერიკელებს სამოქალაქო ტანსაცმელი მიუტანა და იქაურობას გაარიდა. ეს ამბავი ბილ ლანცას ძმის შვილმა, ჯონ ლანცამ 2010 წელს გამოცემულ წიგნში "ჩამოვარდნა იტალიაში" გამოაქვეყნა.
სარის ოჯახმა ბილი და
ბილი იხსენებდა, რომ გამოქვაბულიდან ყველაფერს ხედავდნენ, ნახეს როგორ დახვრიტეს ფაშისტებმა დაახლოებით 200 ადამიანი.
შემდეგ გოფრედომ გერმანელებს უთხრა, ვითომ ამერიკელები ადგილობრივი მეშახტეები იყვნენ და სამშვიდობოს გაიყვანა. ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ მაკნარნეიმ გოდფრედოს მადლობის წერილი გაუგზავნა.
სარების ოჯახი: წინა პლანზე მაურიციოს მამა ამერიგო