უკრაინელმა ფეხბურთელმა ჰიმნისას რუსეთის დროშას გვერდი აქცია - ამას ქართველი თუ გაბედავდა?

AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის მე-7 ტურის მატჩის დაწყების წინ "სოჩისა" და "ნიჟნი ნოვგოროდის" ფეხბურთელები რუსეთის ჰიმნზე დროშის მხარეს დადგნენ, ამ დროს კი სტუმართა გუნდის უკრაინელი მცველი ვიტალი ფედორივი დემონსტრაციულად შებრუნდა.

30 წლის ფედორივი კიევის "დინამოს" აღზრდილია, თამაშობდა "გოვერლაში", "ოლიმპიკში", "კრივბასში" და რუსულ "ამკარში".

"ნიჟნი ნოვგოროდში" ვიტალი შარშან გადავიდა.

ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ასეთი რამის გაკეთება რომელიმე ქართველ ლეგიონერს თუ მოაფიქრდებოდა და თუ გაბედავდა?

alt"სპარტაკი" ჩემპიონთა ლიგიდან პაოკ-მა გამოაგდო, ხაჩერიდიმ გულშემატკივრებს ნიშნისმოგებით უკრაინის ნაკრების წვივსაფარი აჩვენა

altუკრაინის ნაკრებმა ჩეხეთში სასტუმრო "მოსკვაში"

დაბინავებაზე უარი განაცხადა

მკითხველის კომენტარები / 26 /
მაგარი კაცია, რუსეთის დროშას ზურგით შემუბრუნდა, თანაც რუსების გარემოცვაში. გასაგებია, რომ გუნდიდან გაუშვებენ, მაგრამ თავისი პრინციპები უფრო მაღლა დააყენა.
მერაბი
11:23 19-08-2018
5
უკრაინელები რომ გვჯობიან ქართველებს პატრიოტიზმში ეს არაა ახალი ამბავი. სამაგიეროდ ჩვენი მოჭიდავეები პოზიორობენ რუსეთის დროშის ფერებით გაფორმებული მაისურებით.
ნიკა
09:08 19-08-2018
11

სიახლეები პოპულარული