აინარს ბაგაცკისი: ლევან ფაცაციამ იმედები გაგვიმართლა, თუმცა მეტიც შეუძლია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ლევან ფაცაციამ რუსულ საკალათბურთო კლუბ "ნიჟნი ნოვგოროდთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.

"ფაცაცია "ნიჟნი ნოვგოროდში" შუა ნოემბერში გამოჩნდა. ქართველი კალათბურთელი სწრაფად და წარმატებით შეეწყო კოლექტივს", - იუწყება რუსული კლუბის ოფიციალური საიტი.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი "ნიჟნი ნოვგოროდის" მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა გააკეთა, რომელიც მიიჩნევს, რომ ფორვარდმა იმედები სრულებით გაამართლა. სპეციალისტის თქმით, ქართველ ლეგიონერს კიდევ უკეთესადაც შეუძლია თამაში.

"ლევანი მოედანზე სწორედ იმას აკეთებს, რასაც მისგან მოველოდით, თუმცა ვფიქრობ, მას კიდევ უკეთესად შეუძლია თამაში. ლევანს ძალუძს, უფრო მეტად სასარგებლო იყოს
გუნდისთვის შეტევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაცაცია გამოგვადგება", - თქვა ბაგაცკისმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული