"ამ ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ჩემი გოგონა ესტევანა პოლმანი "ესბერგის" ხელბურთელთა გუნდში თამაშობს.
არ მომწონს დანიური ფეხბურთი, რადგან ძალისმიერია. ეს ჩემი ფეხბურთი არაა. ცოტა ხანს ვითამაშებ, ახალგაზრდებს რამეს ვასწავლი და დავასრულებ ფეხბურთელის კარიერას.
"მიდტიულანდი" იმიტომ დავტოვე, რომ ესბერგიდან ყოველდღე საათნახევარი ვარჯიშზე უნდა მემგზავრა".
რაფაელი და ესტევანა 2016 წლის შემდეგ ცხოვრობენ ერთად, შარშან კი მათ ქალიშვილი შეეძინათ.
26 წლის პოლმანმა
რაფაელი დაქორწინებული იყო მასზე 5 წლით უფროს ნიდერლანდელ მოდელსა და მსახიობზე სილვია მიესზე, წყვილს "ჰოლანდიელ ბექჰემებადაც" კი მოიხსენიებდნენ. მათ 10 წელი იცხოვრეს ერთად და 12 წლის საერთო ვაჟიშვილი ჰყავთ. სილვიას მკერდის კიბო ჰქონდა, 2009 წელს გაიკეთა ოპერაცია და განიკურნა.
რაფაელ ვან დერ ვაარტი ლაშა პარუნაშვილის თანაგუნდელი გახდა
ვან დერ ვაარტი შვილის სინჯებს დაესწრო
რაფაელ ვან დერ ვაარტი ბაბუისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს
რაფაელ ვან დერ ვაარტი: დიეგო მარადონასთან ერთად სიამოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში!