მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წილისყრის შედეგები ცნობილია

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

ტურნირი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება.

ამ დროისთვის ტურნირის 7 კლუბიდან მხოლოდ ოთხია ცნობილია: მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), "გვადალაჰარა" (მექსიკა), "ალ-აინი" "საემირეობი" და "ტიმ ველინგტონი" (ახალი ზელანდია).

დანარჩენი სამი კლუბი კი იქნება აფრიკისა და აზიის ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონები და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული, რომელთა ვინაობა 9, 10 და 28 ნოემბერს გაირკვევა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის განრიგი:

პლეი-ოფი
"ალ-აინი"-"ტიმ ველინგტონი"

1/4-ფინალი
აფრიკული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - "ალ-აინი"/"ტიმ ველინგტონი"
აზიური ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - "გვადალაჰარა"

1/2-ფინალი
აფრიკული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ან "ალ-აინი"/"ტიმ ველინგტონი" -ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული

აზიური ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ან "გვადალაჰარა"-"რეალი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული