ლისაბონურ კლუბს 30-მდე კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომლებიც კორუფციულ მაქინაციებსა და დეზინფორმაციასთან არის დაკავშირებული.
იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიური კლუბი დამნაშავედ ცნეს, შესაძლოა, ის ყველა ტურნირიდან მოხსნან, ევროთასების ჩათვლით.
თუმცა გამოძიება შესაძლოა რამდენიმე წლით გაიწელოს.
"ბრალდება არსებობს, მაგრამ კლუბი დარწმუნებულია, რომ კანონიერად იქცეოდა. რეალური მტკიცებულებები არ არსებობს", - ციტირებს "ბენფიკის" პრეზიდენტის, ლუის ფილიპე ვიერის სიტყვებს The Sun-ი.
აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიის ჩემპიონატში "ბენფიკა" 4 ტურის შემდეგ 10 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.