ერთა ლიგა. I ტური: იტალია ბოლონიაში პოლონეთთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 სექტემბერს ერთა ლიგაზე გუშინ კიდევ 7 მატჩი გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს რა თქმა უნდა, იტალია - პოლონეთი იწვევდა, რომელიც 1:1 დასრულდა.

რობერტო მანჩინის გუნდი 0:1-ს აგებდა პირველ ტაიმში ზელინსკის გოლით, რომელსაც ლევანდოვსკიმ უპასა და 78-ე წუთზე ჟორჟინიოს რეალიზებული თერთმეტმეტრიანით მიაღწია ფრეს. პენალტი შეცვლაზე შესულმა კიეზამ მოინადირა - ის ბლასჟიკოვსკისთან ბურთზე ბრძოლისას წაიქცა და მსაჯმა მიიჩნია, რომ პოლონელმა თამაშის წესები დაარღვია. საფინალო სასტვენამდე დარჩენილ დროში სკუადრა აძურა გააფთრებული უტევდა, მაგრამ სტუმრებმა გაუძლეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა. მოკლედ, სკუადრა აძურას მწვრთნელი კი
გამოეცვალა, მაგრამ თამაშის ხარისხის გამოსწორებისა რა მოგახსენოთ.

რუსეთმა გასვლაზე 2:1 სძლია თურქეთს. აღსანიშნავია, რომ სლავების გუნდის ახალმა კაპიტანმა ძიუბამ ბოლო 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მან განაცხადა, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად მოაბრუნეს ხალხი ფეხბურთისკენ და ეს არ უნდა დაკარგონ.

სერბეთმა მინიმალური ანგარიშით და თანაც პენალტით კი სძლია სტუმრად ლიეტუვას, მაგრამ ძალიან დაჩაგრა მეტოქე, კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ამას გარდა, ოთხჯერ გაარტყა ბურთი ძელს.

ლიგა A. 3 ჯგუფი
ბოლონია. "რენატო დალა'რა"
იტალია - პოლონეთი 1:1
გოლები: 0:1 ზელინსკი (40), ჟორჟინიო (78, პენ)

იტალია: დონარუმა, ძაპაკოსტა, ბონუჩი, კიელინი, ბირაგი, პელეგრინი (ბონავენტურა 46), ჟორჟინიო, გალიარდინი, ბერნერდესკი, ბალოტელი (ბელოტი 61), ინსინიე (კიეზა 72)

პოლონეთი: ფაბიანსკი, ბერეშინსკი, ბედნარეკი, გლიკი, რეკა, კლიხი (შიმანსკი 55), კრიხოვიაკი, ზელინსკი (ლინეტი 66), ბლასჟიკოვსკი (პეტრჟაკო 80), კურზავა, ლევანდოვსკი

ლიგა B. 2 ჯგუფი
ტრაპიზონი. "მედიკალ პარკ სტადიუმი"
თურქეთი - რუსეთი 1:2
გოლები: 0:1 ჩერიშევი (13), 1:1 აზიზი (41), 1:2 ძიუბა (49)

ლიგა C. 1 ჯგუფი
ელბასანი. "ელბასან არენა"
ალბანეთი - ისრაელი 1:0
გოლები: 1:0 ჰაკა (55)

ლიგა C. 4 ჯგუფი
ვილნიუსი. "LFF სტადიონასი"
ლიეტუვა - სერბეთი 0:1
გოლები: 0:1 ტადიჩი (38, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ტადიჩი (83)

პლოეშტი. "ლიე ოანა"
რუმინეთი - მონტენეგრო 0:0
გაძევება: მუგოსა (77, მონტენეგრო)

ლიგა D. 3 ჯგუფი
ბაქო. "ოლიმპია"
აზერბაიჯანი - კოსოვო 0:0

ტორსჰავნი. "სტრეიმოუ"
ფარერები - მალტა 3:1
გოლები: 1:0 ედმუნდსონი (31), 2:0 იონსენი (38), 2:1 მიფსუდი (42), 3:1 ჰანსონი (51)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული