შვეიცარიის პოლიცია აბრამოვიჩს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშად მიიჩნევს

AutoSharing Option
"გარდიანის" ცნობით, შვეიცარიის პოლიცია "ჩელსის" პრეზიდენტის რომან აბრამოვიჩის მიმართ გამოძიებას აწარმოებს.

შვეიცარიის პოლიცია ეჭვობს, რომ  აბრამოვიჩი დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან კავშირშია და ფულს ათეთრებს, აგრეთვე აბრამოვიჩს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშად მიიჩნევს.

აბრამოვიჩმა არაერთხელ სცადა ინგლისიდან შვეიცარიაში გადაბარგება, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.

ოლიგარქის ადვოკატმა დანიელ გლაზალმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი უდნაშაულოა, ნასამართლევი არაა და ფულის გათეთრებაში არასოდეს არ ყოფილა ბრალდებული.

აბრამოვიჩმა "ჩელსი" დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს ჯიმი რატკლიფს 2 მილიარდ ფუნტად არ მიყიდა და ახლა გამოაცხადა, რომ კლუბში 3 მილიარდს ითხოვს.

ცნობისათვის, მან
"ჩელსი" 2003 წელს 140 მილიონად შეიძინა და მას შემდეგ მარტო ტრანსფერებზე 1 მილიარდზე მეტი დახარჯა.

altაბრამოვიჩს ბრიტანეთში მუშაობის უფლება არა აქვს და სტადიონის მშენებლობა გადაიფიქრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული