"ეს სიცრუეა. მას სურს ჩემით სახელი გაითქვას. ასეთი სიტუაციები ჩემი სამუშაოს ნაწილია", - თქვა კრიშტიანომ ინსტაგრამზე პირდაპირი ტრანსლაციისას.
"შპიგელმა" იუწყა, რომ რონალდომ 2009 წლის 12 იანვარს ლას ვეგასში, სადაც ძმასთან და ბიძაშვილ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა, მაიორგა გააუპატიურა, 2010 წლის იანვარში კი დუმილისთვის 375 ათასი დოლარი გადაუხადა.
რონალდო ცილისწამებისთვის გერმანულ გამოცემას სასამართლოში უჩივლებს.
კრიშტიანო რონალდო ნაკრებში ყოფნის მაგივრად შეყვარებულთან ისვენებს [PHOTO]