მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ამბობდა, რომ სამყაროში საუკეთესო ფეხბურთელი მისი თანანაკრებელი ლუკა მოდრიჩია, მაგრამ ჩაიარა სამუნდიალო ბატალიებმა და კლუბში დაბრუნებული ხორვატი სულ სხვაგვარად ალაპარარაკდა. მოკლედ, რეალობას დაუბრუნდა.
"იმ ფეხბურთელთა მიმართ პატივისცემის მიუხედავად, რომლებმაც "ოქროს ბურთი" მოიგეს, უნდა ვთქვა, რომ არის ყველასგან გამორჩეული მოთამაშე. ეს ლეო მესია.
ხანდახან ისეთი ვითარება იქმნება ხოლმე, როგორიც მოდრიჩს ჰქონდა, რომელმაც დიდებული სეზონი ჩაატარა. თან, შესაძლოა ხალხს მცირე ცვლილებები უნდა", - განუცხადა რაკიტიჩმა Goal.com-ს.