არგენტინის ნაკრების ექს-მწვრთნელი: მესის ესპანეთის ნაკრებში უნდა ეთამაშა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, დიეგო მარადონას თანაშემწემ, ფერნანდო სინიორინიმ თავდამსხმელ ლეო მესის სანაკრებო კარიერაზე ისაუბრა.

"სამწუხაროა, რომ ლეომ ესპანეთის მოქალაქეობა არ მიიღო, ასეთ შემთხვევაში უკვე კარგა ხანია მსოფლიოს ჩემპიონი იქნებოდა.

ეს რომ გაეკეთებინა, სამშობლოს მოღალატედ ჩათვლიდნენ. ამის გამო უამრავ პრივილეგიაზე თქვა უარი. ჩემის აზრით, არ უნდა დაბრუნდეს ალბისელესტესა და "ნიუელზ ოლდ ბოისში".

კრიტიკოსები ამბობენ, რომ მესისთვის არგენტინა მთავარი არაა, ჰიმნს არ მღერის, ნაკრებში ბოლომდე არ იხარჯება".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს არგენტინა, რა უმადურია. გაუწყალეს მესის გული, მაშინ ხომ კარგი იყო არგენტინის ნაკრები, რომ გაათრია მსოფლიო ჩენპიონატზე? აი ასეა იგებ მაგარი ხარ, პირიქით თუ ხდება ყველაფერი "შენი ბრალია". ამ ტლუ არგენტილებების და მარადონისტების ლოგიკა რა ვთქვი! ასე მსჯელობენ დაბალი დონის ადამიანები, თან შეპარვით, რომ ეუბნებიან ნაკრებში არ დაბრუნდეო ვაი თქვენს პატრონს ვის ეუბნებიან ეს უმადურები მესის? სასაცილოა სატირელი, რომ არ იყოს. მესიზე კარგი ვინ გყავთ? მადლობაც სთქვით მესი, რომ დაბრუნდეს ნაკრებში, ამ უმადურებს და დაუნახავებს აქეზებს მაფიოზა დაბოლილი მძორი მარადონა, რომელსაცდიდი ხანია ყავლი გაუვიდა.
ნონა
12:33 19-10-2018
1
ე.ი. მესი სხვის ხარჯზე გახდებოდა ჩემპიონი.აკი უცხოპლანეტელიო.
თემო
11:50 19-10-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული