"რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ "სპარტაკის" ჩაბარებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
"ბოდიშს მოგიხდით, მე მესმის, რომ ეს თქვენი სამუშაოა, მაგრამ ახლა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ", - განუცხადა ლოპეტეგიმ "სპორტ-ექსპრესს".
ლოპეტეგიმ 30 ოქტომბერს თქვა, რომ პაუზის აღებას არ აპირებს და საზღვარგარეთ გეგმავს მუშაობას.
შეგახსენებთ, "სპარტაკის" მწვრთნელი მასიმო კარერა გადააყენეს და გუნდს დროებით მისი თანაშემწე რაულ რიანჩო ხელმძღვანელობს.