არგენტინის ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 16 და 20 ნოემბერს კორდოვასა და მენდოსაში მექსიკას შეხვდება. გამოძახებულთა შორის არ არიან ლეო მესი, გონსალო იგუაინი, ანხელ დი მარია და სერხიო აგუერო.
სამაგიეროდ იხმეს "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ერიკ ლამელა, რომელსაც ტრავმის გამო ორი წელია ალბისელესტეში არ უთამაშია.
მეკარეები: აგუსტინ მარკესინი (ამერიკა), სერხიო რომერო (მანჩესტერი), ხერონიმო რული (სოსიედადი)
მცველები: რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა), რენცო სარავია (რასინგი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), ვალტერ კანემანი (გრემიო), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), გაბრიელ მერკადო (სევილია), ემანუელ მამანა (ზენიტი),
ნახევარმცველები: მარკოს აკუნია (სპორტინგი), მაქსი მესა (ინდეპენდენტე), ფრანკო ვასკესი (სევილია), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი), ლეანდრო პარედესი (ზენიტი), სანტიაგო ასკასიბარი (შტუტგარტი,), მატიას ზარაჩო (რასინგი), რობერტო პერეირა (უოტფორდი)
თავდამსხმელები: როდრიგო დე პაული (უდინეზე), ფრანკო სერვი (ბენფიკა), ანხელ კორეა (ატლეტიკო), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), მაურო იკარდი (ინტერი), ჯოვანი სიმეონე (ფიორენტინა), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ერიკ ლამელა (ტოტენჰემი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა)