ცნობილ დანიელ თავდამსხმელს, ნიკლას ბენდტნერს ტაქსის მძღოლზე თავდასხმის გამო 50 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ფეხბურთელის ადვოკატმა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
9 სექტემბერს კოპენჰაგენში ბენდტნერმა ტაქსის მძღოლს ყბა გაუტეხა, თუმცა ფეხბურთელის მეგობარი გოგონა ამტკიცებს, რომ ის თავს იცავდა.
30 წლის ბენდტნერი ამჟამად "რუსენბორგში" თამაშობს, ადრე კი "არსენალის", "ვოლფსბურგის", "იუვენტუსის", "ბირმინგემის" და "სანდერლენდის" ღირსებას იცავდა.