თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში "გალათასარაისა" და "ფენერბახჩეს" მატჩი 2:2 დასრულდა, მაგრამ ვაი ასეთ დასრულებას.
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე ჩხუბი ატყდა, რომელშიც სათადარიგო ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ, შემდეგ ტრიბუნებიდან ფანებიც გადახტნენ და პოლიციამ მათი დაშოშმინება ძლივს მოახერხა.
ამ შეხვედრას მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ და სტუმრებმა ფრის მიღწევა მოახერხეს.
"გალათასარაი" 20 ქულით მეორე ადგილზეა, "ფენერბახჩეს" კი 10 ქულით მისთვის უჩვეულო მეთხუთმეტე პოზიცია უკავია.