მისი დღევანდელი აქტივობებიდან გამომდინარე, ეს ფაქტი სიგიჟედ ჟღერს, რადგან რამდენიმე კვირის წინ მან ჩინეთსა და იაპონიაში სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობისთვის იმოგზაურა.
მანამდე რონალდინიო ევროპისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაშიც იმყოფებოდა, Nike-მა კი ბრაზილიელის სახელობის ფეხსაცმელების ხაზი გამოუშვა, რაც მოსამართლის აზრით, ვეტერან ფეხბურთელს დიდ შემოსავალს მოუტანდა.
ბოლო პერიოდში ბრაზილიელი პოლიტიკურადაც გააქტიურდა. ის ღიად უჭერდა მხარს ჟაირ ბოლსონაროს, რომელიც