დიეგო მარადონა: მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, მისგან ბევრი რამის სწავლას ვაპირებ

AutoSharing Option
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი და მექსიკური "დორიდოსის" მწვრთნელი დიეგო მარადონა მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მენეჯერი ჟოზე მოურინიოა.

"ჩემთვის მოუ საუკეთესოა. გვარდიოლას პატივს ვცემ, იმის სწორად გამოყენებისთვის, რაც კრუიფმა გადასცა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტიკი-ტაკა პეპს არ მოუგონია, ეს იოჰან კრუიფის გამოგონებაა. ამ მომენტისათვის გვარდიოლას შეუძლია ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძინოს. ეს ტიკი-ტაკას შესრულებას აიოლებს. მე, როგორც მწვრთნელს, ბევრი სწავლა მჭირდება. ამიტომ მანჩესტერში წასვლას და მოურინიოსგან სწავლას ვაპირებ" - განაცხადა დიეგო მარადონამ Marca-სთან საუბრისას.

დიეგო მარადონა რამდენიმე თვის წინ მექსიკური "დორიდოსის" დამრიგებლად დანიშნეს.

altდიეგო

მარადონას დაბადების დღე ტორტში სახის ჩაყოფით მიულოცეს [VIDEO]

alt"მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - მარადონა მისი განცხადებების დამახინჯებაში მედიას ადანაშაულებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული