ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ბოსნიას 1:0 სძლია.
გოლი შეცვლაზე შესულმა "სელტას" 21 წლის ნახევარმცველმა ბრაის მენდესმა გაიტანა.
ფურია როხას პირველად უკაპიტნა ისკომ.
მატჩს მეტოქე გუნდის თავდამსხმელის ედინ ჯეკოს თამაშზე დასაკვირვებლად "რეალის" წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლას პალმასი. "გრან კანარია". 25 000 მაყურებელი
ესპანეთი - ბოსნია 1:0
გოლი: მენდესი (78)
ესპანეთი: არისაბალაგა (ლოპესი 75), ოტო (ასპილიკუეტა 49), ერმოსო, ლორენტე, გაია, სუსო (მენდესი 59), როდრი, სებალოსი (ფორნალსი 64), ასენსიო, მორატა (როდრიგო 65), ისკო
ბოსნია: შეჰიჩი, სიმიროტი, ბიჩაკჩიჩი, ზუკანოვიჩი, ნასტიჩი, გოიაკი, ბეშიცი, სარიჩი, ვიშცა (ბაიჩი 81), ჯეკო
(კოდრო 85), კრუნიჩი (დულევიჩი 62)