იტალიურმა სპორტულმა გამოცემაTuttosport-მა Golden Boy 2018-ის პრემიის ფინალისტები გამოაცხადა, რომლებიც 35-კაციანმა სპორტულ ჟურნალისტთა გუნდმა გამოავლინა.
ნომინანტები არიან: ვინისიუს ჟუნიორი (რეალი), მატიას დე ლიხტი (აიაქსი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), პატრიკ კუტრონე (მილანი) და ჯასტინ კლუივერტი (რომა).
გასულ წელს აღნიშნული პრემიის გამარჯვებული პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე გახდა. გამარჯვებულის ვინაობა დეკემბერში გახდება ცნობილი.
Golden Boy-ს ჯილდოს მიღების 40 პრეტენდენტი ცნობილია