"ლოს ანჯელეს გელექსიმ" ეშლი კოული გუნდიდან გაუშვა

AutoSharing Option
MLS-ის კლუბმა "ლოს ანჯელეს გელექსიმ" ინგლისელ მარცხენა მცველ ეშლი კოულს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა და გუნდიდან გაუშვა.

კლუბი მასთან ერთად კიდევ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. მიზეზი არადამაჯერებელი ასპარეზობაა. კლუბმა დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფში ვერ მოხვდა.

ამჟამად MLS-ის 2014 წლის ჩემპიონის რიგებში 16 ფეხბურთელი რჩება, მათ შორის, ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ეშლი კოული "გელექსის" 2016 წელს "რომადან" შეუერთდა და მის რიგებში ჩატარებულ 86 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

altვაკო ყაზაიშვილმა სეზონში მე-5 გოლი გაიტანა, "სან ხოსემ" კი იბრაჰიმოვიჩის დუბლის მიუხედავად,

"გელექსის" არ მოაგებინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული