ჯოვანი და ჯონათან დოს სანტოსები ისევ ერთად ითამაშებენ

AutoSharing Option
ჯოვანი და ჯონათან დოს სანტოსები ისევ ერთად ითამაშებენ, ამჯერად "ლოს ანჯელეს გელექსიში".

ამერიკული კლუბი ჯონათან დოს სანტოსის ტრანსფერს ადასტურებს, მაგრამ გარიგების დეტალებს არ აკონკრეტებს. ESPN-ს ცნობით, MLS-ის წარმომადგენლები "ვილიარეალს", მექსიკელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, 4.3 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ორივე დოს სანტოსი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. თუმცა, კატალონიელთა ერთ რომელიმე გუნდში მათ ერთად არ უთამაშიათ. ჯოვანი "ბარსა ბ"-ში 2006-07 წლებში, ხოლო პირველ გუნდში 2007-08 წლებში თამაშობდა. ჯონათანი შედარებით ნელა ვითარადებოდა და "ბარსა ბ"-ში ის 2009 წელს, 19 წლის ასაკში გამოჩნდა. 2012-2014 წლების პირველ გუნდში
გატარების შემდეგ, მექსიკელი "ვილიარეალში" გაყიდეს, სადაც მას ტოტენჰემ-იფსვიჩ-გალათასარაი-რასინგ-მალიორკამოვლილი უფროსი ძმა დახვდა.

ძმებმა ერთად 1 წელი ითამაშეს და 2015 წელს, ჯოვანი სათამაშოდ ლოს ანჯელესში წავიდა. 2 წლის შემდეგ კი, მას ჯონათანიც შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული