
დღეს, 2 დეკემბერს დუბლინში ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართა. ჩვენს ჯგუფში ირლანდიის ნაკრები მოხვდა, რომლის ახლადდანიშნულმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ კენჭისყრის შედეგი მოკლედ შეაფასა.
"შვეიცარიის ნაკრები ახლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, დანიასთან ერთა ლიგის ჯგუფში ვიყავით და უკანასკნელ ადგილზე გავედით.
საქართველოს ადრე არაერთხელ შევხვედრილვართ, ახლა კი ეს მეოთხე კალათიდან ძალიან ძლიერი გუნდია".