
კარგა ხანს ითმინა "პორტუს" მეკარემ იკერ კასილიასმა თავისი ყოფილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსგან მიყენებული წყენა, რომლის ხელმძღვანელობითაც "რეალში" თამაშობდა და ნიშნი მიუგო.
აი, რა დაწერა მან ტვიტერზე პრემიერლიგის მე-17 ტურში "მანჩესტერის" "ლივერპულთან" წაგების (1:3) შემდეგ:
"ერთი პორტუგალიური გაზეთის თანახმად, ვიღაცამ თქვა, რომ ისეთი მოთამაშე, როგორიც მე ვარ (37 წლის), კარიერის დასასრულს ვუახლოვდები. სრულად ვეთანხმები!
ამ გაზეთს მწვრთნელთან დაკავშირებით ვეკითხები: როგორ გავიგოთ, რომ მწვრთნელი უკვე ვეღარ მართავს გუნდს და ამ დროს ისევ რჩება სამუშაოზე?"