ფრანკ რიბერი მალე შეიძლება "ბაიერნიდან" "გალათასარაიში" გადავიდეს

AutoSharing Option
"ბაიერნის" ვეტერანი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი შესაძლოა იანვარში "გალათასარაიში" გადაბარგდეს. ამის შესახებ თურქული "ფანატიკი" იუწყება.

რიბერის მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, გუნდში აღარ დატოვებენ და უფლება აქვს ნაახალწლევს აწარმოოს მის მსურველ კლუბთან მოლაპარაკება.

სტამბოლური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაკავშირებიან რიბერის.

თუ რიბერიმ ახლავე მოახერხა "რეკორდმაისტერთან" ხელშეკრულების გაწყვეტა, მაშინ იანვარშივე შეეძლება გუნდის გამოცვლა.

მან ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული