მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია - ფანებმა ფაბრეგასი აპლოდისმენტებით გააცილეს

AutoSharing Option
ინგლისის თასის 1/32 ფინალში "ჩელსიმ" ალვარო მორატას დუბლით 2:0 დაამარცხა "ნოტინგემ ფორესტი", მაგრამ ამ მატჩში ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა.

"არისტოკრატებში" უკანასკნელად ითამაშა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა.

მან 30-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, 83-ე წუთზე კი ტრავმის მიღების მიუხედავად მოედნის დატოვება არ უნდოდა, მაგრამ მწვრთნელმა მაურიციო სარიმ შეცვალა.

სესკს გულშემატკივრები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით გააცილეს, მან კი ცრემლები ვერ შეიკავა.

ფაბრეგაში "ჩელსიში" 2014 წელს "ბარსელონადან" გადავიდა და მის შემადგენლობაში 139 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

ის "მონაკოში" გააგრძელებს კარიერას.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ფაბრეგასს :**
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული