"ბენფიკას" პრეზიდენტი მოურინიოს გუნდის მწვრთნელობას სთავაზობს

AutoSharing Option
"ბენფიკას" პრეზიდენტს ლუიშ ფილიპე ვიეირას სურს მისი გუნდი ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა მოურინიო "ბენფიკას" ჩადგომოდა სათავეში, თუმცა შემდეგ დაიწერა, რომ სამშობლოში ჯერ დაბრუნებას არ აპირებს.

"მე და ჟოზე მეგობრები ვართ. ამ თემაზე არ გვისაუბრია. მე არ მყავს ოცნების მწვრთნელი, სამაგიეროდ მჭირდება ისეთი სპეციალისტი, რომელიც შედეგს უზრუნველყოფს.

ვის არ უნდა თავის გუნდში მოურინიო იხილოს? ხვალ თუ დამთანხმდება, საკითხიც გადაწყდება. ჩვენთვის ფული პრობლემა არაა", - განუცხადა ვიეირამ "მუნდო დეპორტივოს".

ზოგიერთი ესპანური გამოცემა ამტკიცებს, რომ ის შეიძლება "რეალში" დაბრუნდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული