"გენტმა" "კრისტალ პალასიდან" სეზონის ბოლომდე იჯარით 23 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ალეკსანდრ სიორლოტი აიყვანა.
სიორლოტი "კრისტალ პალასმა" "მიდტიულანდისგან" 2018 წელს 9 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ როი ჰოჯსონის გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა.
მან ამ სეზონში 16 მატჩში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა. მას თავისი ქვეყნის ნაკრებში 17 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.
სხვათა შორის, "გენტის" თავკაცი იეს ტორუპი 2015-2018 წლებში "მიდტიულანდის" მწვრთნელი იყო, სიორლოტი მისი შეგირდი გახლდათ და სავარაუდოდ ეს ტრანსფერი მისი ინიციატივით განხორციელდა.
"გენტს" უკვე სამი ტანმაღალი ცენტრფორვარდი ჰყავს: გიორგი ქვილითაია (სიმაღლე
193 სმ), უკრაინელი რომან იარემჩუკი (191 სმ) და სიორლოტი (193 სმ).