![](https://sportall.ge/pictures/image5/4a7da17cfbbe59803a7b5324260524e9.jpg)
გადაყენებული სტანიმირ სტოილოვის ნაცვლად ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად 53 წლის ჩეხი მიხალ ბილეკი დანიშნეს.
ბილეკი 2014 წლის 6 ივნისს თბილისის "დინამოს" მწვრთნელად დანიშნეს, მაგრამ 27 ივლისს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაუწყვიტეს.
მაშინ მას წლიურ გასამრჯელოდ 300 ათასი ევრო დაუნიშნეს.
ბილეკმა 4 წელი იმუშავა ჩეხეთის ნაკრებში და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევრო-2012-ის 1/4 ფინალში გავიდა.
ის ბოლოს "ზლინში" მუშაობდა, რომელშიც ახლახან ჩაირიცხა ქართველი ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი.